25 ოქტომბერი 2014

აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახების კვლევა ჩატარდება

DSC_0007აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  არჩილ ხაბაძემ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან  მემორანდუმი გააფორმა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თანადაფინანსებით ჩატარდება კვლევა, რომელიც შეისწავლის  სოციალურად დაუცველ, უსახლკარო და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას.

მათივე ცნობით, აღნიშნული კვლევის საფუძველზე განისაზღვრება ბინათმშენებლობის ფონდის შექმნის და ფუნქციონირების პრინციპები, რომელიც განსაზღვრული ტიპის მოქალაქეთათვის იაფი და გრძელვადიანი გადახდის პირობით საცხოვრებელი ფართების გადაცემას მოიცავს.

კვლევა 2014 წელს დასრულდება და მისი შედეგების პრეზენტაცია ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

შეცდომის პოვნის შემთხვევაში დააჭირეთ Shift + Enter ან დააწკაპუნეთ აქ და გააგზავნეთ ინფორმაცია.

Print Friendly

სხვა ახალი ამბები:

კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>