1 ნოემბერი 2014

ღარიბაშვილი: გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ძალიან სასიხარულოა

garibashvili8789„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014-2015 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და ჩვენმა ქვეყანამ 144 ქვეყანას შორის 72-დან 69 ადგილზე გადმოინაცვლა, რაც ძალიან სასიხარულოა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის განმარტებით,  გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა – სლოვენია, სლოვაკეთი, უკრაინა, ხორვატია, საბერძნეთი, მოლდოვა, სომხეთი, სერბეთი, ალბანეთი, არგენტინა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია ძალიან ბევრ კომპონენტში გაუმჯობესდა.

„გაუმჯობესებულია მაკროეკონომიკური გარემო; ჯანდაცვა და პირველადი განათლება; ბიზნესის განვითარება; ინოვაციები; საკუთრების უფლება; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; საჯარო სახსრების გვერდის ავლა; არაოფიციალური გადასახადები და ქრთამი – გაუმჯობესდა 5 საფეხურით; სასამართლოს დამოუკიდებლობა – გაუმჯობესდა 26 საფეხურით; მთავრობის გადაწყვეტილების უპირატესობა; დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობა; კანონმდებლობის ეფექტიანობა – გაუმჯობესდა 22 საფეხურით; მთავრობის პოლიტიკური კურსის გამჭვირვალეობა – გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 33-ე ადგილიდან გადმოინაცვლა 24-ე ადგილზე; ორგანიზებული კრიმინალი – გაუმჯობესდა 37 საფეხურით და 64-ე ადგილიდან 27-ე ადგილზე გადმოინაცვლა; პოლიციის მომსახურება გაუმჯობესდა 9 საფეხურით; ინვესტორების მხარდაჭერის გაძლიერება; ინფრასტრუქტურის ხარისხი; ეროვნული დანაზოგები (წილი მშპ-ში) – გაუმჯობესდა 26 საფეხურით”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით,  მნიშვნელოვანი წინსვლაა ჯანდაცვის სფეროშიც, ასევე გაუმჯობესებულია დაწყებითი განათლების ხარისხი და დაწყებით განათლებაში ჩართულობა; საგანმანათლებლო სისტემის ხარისხი; ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სკოლებში;
„დანახარჯები სოფლის მეურნეობაში – გაუმჯობესდა 26 საფეხურით; საბაჟო პროცედურების სიმძიმე – გაუმჯობესდა 5 საფეხურით; გაუმჯობესებულია შრომის ანაზღაურება და ნაყოფიერება; ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა; ბანკების სიმყარე; გაუმჯობესდა უახლეს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა; ინოვაციური შესაძლებლობები. ჩამონათვალი დიდია, თუმცა მე აქ მხოლოდ მთავარ კომპონენტებს შევეხე”, – განაცხადა პრემიერმა და შესაბამის უწყებებს მოუწოდა, აღნიშნული პროგრესის შესახებ მოსახლეობასდეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

შეცდომის პოვნის შემთხვევაში დააჭირეთ Shift + Enter ან დააწკაპუნეთ აქ და გააგზავნეთ ინფორმაცია.

Print Friendly

სხვა ახალი ამბები:

კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>