26 ივლისი 2014

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხალხის ერთგულნი რჩებიან

vsუკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის ხალხისადმი ერთგულებას გამოხატავენ. შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ კონფლიქტში არ ჩაერევიან,-ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და ჯარისკაცების განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.

„გარწმუნებთ, რომ შეიარაღებული ძალები არანაირად არ ჩაერთვებიან პოლიტიკურ კონფლიქტში. სამხედროები და სამინისტროს თანამშრომლები უკრაინელი ხალხისადმი ერთგულებას გამოვხატავთ და ვაგრძელებთ იმ ამოცანების შესრულებას, რაც სახელმწიფომ დაგვაკისრა“.-ნათქვამია სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში სამხედროები ადამიანების გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და იმედოვნებემ, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში არასოდეს განმეორდება.

2004 წლის კონსტიტუცია, რომელიც რადამ გუშინ აამოქმედა,  პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზღუდავს და რადის უფლებამოსილებას მკვეთრად ზრდის. შეთანხმება, რომელიც უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და კონსტიტუციურ რეფორმას ითვალისწინებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული. შეთანხმების ტექსტის მომზადების პროცესში მონაწილეობდნენ მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ოპოზიციის ლიდერები, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და რუსეთის ომბუდსმენი ვლადიმირ ლუკინი.

ბოლო მონაცემებით, კიევში სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებების შედეგად 77 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქე.

ევრომაიდანი 2013 წლის დეკემბრიდან დაიწყო – ოპოზიციური კამპანია ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა.

შეცდომის პოვნის შემთხვევაში დააჭირეთ Shift + Enter ან დააწკაპუნეთ აქ და გააგზავნეთ ინფორმაცია.

Print Friendly

სხვა ახალი ამბები:

კომენტარი

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>