2023-04-05 21:41:37, 1936 ნახვა
კომენტარი
მურუსიძე დასანქცირებაზე - აშშ-ში და EU-ში ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია, მაგრამ გადაუტანია
პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია, - ასე გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დაწესებულ სანქციას, მოსამართლე ლევან მურუსიძე "მთავარ არხთან" საუბრისას. მისივე თქმით, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია დასანქცირება რომ ეკუთვნოდეს და სიტუაციას აფასებს, როგორც უსამართლოს. "პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ახლა. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია", - განაცხადა მურუსიძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, ვაკის მღვდელი კეკელია - პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა
მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია -არ დავუშვებთ საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ვიქნებით უკომპრომისოები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების შეხვდა
ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს
|
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|