01:36 - 13 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 16:20:46, 1108 ნახვა

სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძე ოფიციალურად „უოტფორდის“ ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე 1-წლიანი იჯარის წესით კარიერას ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის გუნდ „უოტფორდში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ჩაკვეტაძემ, რომლის ტრანსფერიც ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნის, ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

"მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, 23 წლის მოთამაშე ჰერტფორდშირში საერთაშორისო გამოცდილებით ჩამოდის – ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უოტფორდში, გიორგი!“, - წერია „უოტფორდის“ განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე გრიგოლი - 292ნახვები ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან
გახარია - ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა
ოპოზიციონერ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics