2023-08-22 13:22:37, 984 ნახვა
სპორტი
ესპანეთი ფეხბურთში ქალთა ჩემპიონობას აღნიშნავს
ათასობით ესპანელი გულშემატკივარი შეიკრიბა მადრიდში, რათა აღენიშნათ ქალთა ნაკრების გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე. მიუხედავად გვიანი საათისა და დამღლელი ფრენისა ავსტრალიიდან, გამარჯვებულებმა სიხარული გაუზიარეს გულშემატკივარს დაფრენისთანავე თითქმის მაშინვე. ფეხბურთელებმა ესპანეთის დედაქალაქში ღია ავტობუსით იმოგზაურეს. ქუჩები სავსე იყო წითელ მაისურებში გამოწყობილი გულშემატკივრებით, დროშებით აფრიალებული და პლაკატებით, რომლებიც ულოცავდნენ ქალ "წითელ ფურიას". ინგლისელებთან ფინალში ესპანეთის ნაკრების გამარჯვება მცველმა ოლგა კარმონამ მატჩის 29-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა. თამაშის დასრულებისთანავე ფეხბურთელმა მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ოჯახი მას ამ ამბებს ბოლო დრომდე მალავდა. მოგვიანებით კარმონამ თქვა: "ეს იყო საუკეთესო და ყველაზე ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში". ფეხბურთელები მოედანზე დაახლოებით შუაღამისას მივიდნენ. მადრიდის რიო პარკში მოთამაშეების მოლოდინში გულშემატკივრებს დიჯეი და ადგილობრივი მუსიკოსები უმასპინძლდებოდნენ. ზეიმი ღამით დასრულდა, როდესაც სცენაზე კონფეტი წვიმდა და მოთამაშეებმა, თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა ერთად იმღერეს Queen-ის უკვდავი სიმღერა "We are the champions".
ავტორი: ექსპრესნიუსი, პრემიერი - იმედი მაქვს, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან გათავისუფლდება
კობახიძე ივანიშვილზე - სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერავინ გადაადგმევინებს
კობახიძე - მადლობა სამართალდამცველებს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისთვის
კობახიძე - არცერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და აუცილებელია სათანადო სამართლებრივი რეაგირება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|