2023-09-30 14:53:46, 1132 ნახვა
სპორტი
ირაკლი ბურჭულაძე - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ახალი მიმართულებით
ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და იმის აღიარება, რომ საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებს უდიდესი პოტენციალი აქვს. დავიმსახურეთ საერთაშორისო ექსპერტების ნდობა, აღიარება, შესაბამისად, ფრირაიდის მსოფლიო ტურსაც ღირსეულად ვუმასპინძლებთ, ისე, როგორც ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატარეთ. საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ახალი მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ განაცხადა. ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, 2024 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ფრირაიდის მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მეუფე გრიგოლი - ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან
გახარია - ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა
ოპოზიციონერ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|