2023-12-18 10:44:47, 1249 ნახვა
კომენტარი
ბურჭულაძე - იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება
იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, 2019 წლიდან, რაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი გახდა, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები დღემდე 45%-ით გაიზარდა. „თუ ანაზღაურება იყო 900 ლარი, გახდა 1500 ლარი. იანვრიდან ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს კიდევ 10%-ით გავუზრდით ანაზღაურებას და ჩვენთან მინიმალური დარიცხული ხელფასი 1700 ლარი გახდება. ამას ემატება დანამატები და საშუალო რგოლის სამხედრო მოსამსახურეებზე ეს კიდევ უფრო მეტია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ. ქვეყნის განვითარების პარალელურად ეს პროცესი წინ წავა“, - განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, საქართველო უკვე ასრულებს ნატოს იმ მოთხოვნას, რაც დაფინანსებასთან დაკავშირებით მას აქვს წევრი ქვეყნების მიმართ და 2024 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება. „ჩვენი ბიუჯეტი 2024 წელს 2023 წელთან მიმართებაში გაიზრდება 26%-ით. თუ ჩვენი ეკონომიკა, პირობითად, იზრდება 10%-ით და ეს ძალიან დიდი შედეგია ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი პროპორციულად კიდევ უფრო მეტით იზრდება“, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ლაიენი - უნგრეთს EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი დღეს რომ წარედგინა, განვიხილავდით, აკმაყოფილებს თუ არა ის წევრობის პირობებს
ფინანსთა მინისტრმა და ADB-ის პრეზიდენტმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ლაშა ხუციშვილი - ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება
ორბანი - ევროპაში სიტყვის თავისუფლება ცუდ მდგომარეობაშია
|
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|