01:03 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-23 10:21:11, 324 ნახვა

ეკონომიკა
მოქმედი ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკონომიკური საბჭო მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს.
საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა და მის მუშაობაში მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბჭოს შემადგენლობის გაფართოება გააუმჯობესებს კოორდინაციას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ყველა აუცილებელი მხარის მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
საბჭომ, რომელიც განახლებული ფორმატით პირველად შეიკრიბა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიმდინარე წელს არსებული პროგრესი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესი განიხილა. საბჭოს წევრებმა სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და საინვესტიციო ინიციატივებზეც იმსჯელეს.
ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ასევე შეთანხმდა გარკვეული სტრუქტურული  რეფორმები, რომლებიც შემდგომში საკანონმდებლო ინიციატივებში აისახება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მერია -აქცია, არის არასანქცირებული
პარლამენტთან კვლავ დაპირისპირებაა, პოლიციამ წიწაკის სპრეი ისევ გამოიყენა - ვიდეო
შსს - აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - პოლიციამ კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა
პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics