05:26 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-26 13:17:14, 355 ნახვა

ეკონომიკა
Galt & Taggart-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“, Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა, კახა სამყურაშვილმა გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ პროცესებზე ცენტრალური ბანკების რეაგირება  იყო.

ღონისძიებაზე სხვადასხვა საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონსულტანტი დევიდ ვავრა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები.

„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, სადაც შესაძლებლობა გვქონდა, ეკონომისტების, ფინანსისტების, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გლობალური სასაქონლო ბაზრების შესახებ ჩვენი მიგნებები გაგვეზიარებინა.

აღსანიშნავია, რომ წარმოუდგენელია, ნედლეულის ბაზარი მიმოვიხილოთ იმ კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, რასაც გლობალური, პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური პროცესები ქმნის. შესაბამისად, ჩვენ კონფერენციაზე მიმოვიხილეთ როგორც წითელი ზღვის კრიზისის, ასევე ისრაელ-ჰამასის ომის ეფექტები ნავთობის გლობალურ ფასებზე და შესაბამისად, რეგიონზე“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, 80 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
სახალხო დამცველი - არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
პოლიციამ რამდენიმე დემონსტრატი დააკავა, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილია
თბილისის მერია -აქცია, არის არასანქცირებული

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics