16:03 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 14:55:51, 271 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმის მოწყობაში დაგვეხმარა

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

კალაძემ აღნიშნული ღონისძიების ჩატარებაში თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დამსახურებას გაუსვა ხაზი. 

„მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ბიჭებისთვის. მადლობა მერიის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა; მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მისი თანამშრომლები ამ დღეების განმავლობაში იცავდნენ როგორც ქართველი გულშემატკივრების, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების უსაფრთხოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. 

„ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება და წარმატებაა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ის ემოცია და თავდადება, რაც ჩვენმა ბიჭებმა მინდორზე აჩვენეს. მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სულ ასეთი გამარჯვებული და ბედნიერი იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტიდან კიდევ 3 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა
ხაბეიშვილი - როგორც კი კითხვას დავსვამთ, მაშინვე გვაძევებენ - ბოდიში, მაგრამ მათ მოსაწონ კითხვებს ვერ დავსვამთ
კანონის მეორე მოსმენით განხილვა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს - არასამთავრობოები
EPP - კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არ უნდა დაიწყოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics