2024-03-28 09:48:15, 376 ნახვა
საზოგადოება
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, აკრძალვა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) უკავშირდება. "შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ავტორი: ექსპრესნიუსი, ოხანაშვილმა დარბაზიდან ბოკუჩავა და აქუბარდია გააძევა - სხდომა პროტესტის ნიშნად ნაცვლიშვილმა და მანჯგალაძემ დატოვეს
ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
სუს-ი - ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
წილოსანი - ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ - საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|