19:33 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 15:18:51, 334 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. 

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის (10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე) იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს.

ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს, სათანადო პატივით სხვადასხვა ლოკაციაზე დაკრძალავენ. 5 იდენტიფიცირებული პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - „პუტინის სტილის“ აქცია - საჯარო მოხელეები ავტობუსით ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკვრელად
ნინო წილოსანი: აქ გამოჩნდება, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო
ბრეგაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა გაუმყარებელია - ამას მოწმობს სააკაშვილის წერილიც
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „საყოველთაო სახალხო შეკრების“ მსვლელობა დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics