16:56 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 17:06:23, 399 ნახვა

საზოგადოება
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება 4 ავიაკომპანიის მიერ, 8 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აღნიშნავს, ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება:

Georgian Airways:

  • თბილისი - მიუნხენი - თბილისი - 3 სიხშირე;
  • თბილისი - ბერლინი - თბილისი - 2 სიხშირე კვირაში.

Wizz Air:

  • ქუთაისი - ბერლინი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;
  • ქუთაისი - დორტმუნდი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;
  • ქუთაისი - მემინგემი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;
  • ქუთაისი - ჰამბურგი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;
  • ქუთაისი - ფრანკფურტი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე.

Lufthansa:

  • მიუნხენი - თბილისი - მიუნხენი - 10 სიხშირე კვირაში.

Eurowings:

  • ბერლინი - თბილისი - ბერლინი - 1 სიხშირე კვირაში;
  • დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფი - 2 სიხშირე კვირაში.

სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება 10 ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ი - ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
წილოსანი - ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ - საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
გურული - ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა - რუსმა ცალკარა წააგო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად უპირატესობა მაინც მიანიჭეს
პრეზიდენტი - ამათი დამონება არ გამოუვათ, თავისუფალი აზრი ყველაზე ძლიერია!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics