2024-03-29 11:58:07, 318 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტის განსახილველად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახეობათა აღდგენის დოკუმენტი, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) პრინციპების შესაბამისად, მოიცავს სახეობებს, რომელთა აღდგენა ეროვნულ დონეზე უნდა განხორციელდეს. სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი სახელმწიფო, არასამთავრობო, სამეცნიერო სექტორისთვის და დონორი ორგანიზაციებისთვის, სახეობათა აღდგენის ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. "საქართველოს ექნება გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა აღდგენის ეროვნული გეგმა და სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით გავაგრძელებთ ჩვენი მდიდარი ბიომრავალფეროვნების აღდგენას. ბოლო ასწლეულში ათეულობით სახეობა გადაშენდა ან გადაშენება ემუქრება. თანმიმდევრული პოლიტიკა, სამეცნიერო დასაბუთება და საჭირო ფინანსების მობილიზების საფუძველი, ეროვნული აღდგენის გეგმაა”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა. სამუშაო შეხვედრას ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი, „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიუკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|