2024-04-11 10:33:18, 237 ნახვა
სამართალი
კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 0,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კახეთში გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; შესაბამისად, მასალები საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა პრიორიტეტია; დეპარტამენტი ყოველ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), Reuters - თურქეთმა ისრაელთან ყველანაირი ვაჭრობა შეაჩერა
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება
ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს - სიჩუმე დანაშაულია! - პოზიცია, რომ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|