09:21 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 16:27:56, 294 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ორმა „კანონიერმა ქურდმა“, საქართველოში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებს, მათ მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მიღებული თანხა მოსთხოვეს და საზღვარგარეთ „ქურდული გარჩევისთვის“ დაიბარეს. თავის მხრივ, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა სხვა ორ „კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ასევე მათ სადაო საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად  დამატებითი ინფორმაცია  „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებისგან მოისმინეს.

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ  „ქურდული სამყაროს“ ერთი მხარდამჭერი ,,კანონიერი ქურდის“ სახელით მოქალაქისგან  თანხის გადახდას ითხოვდა.

აღნიშნული ქმედებისთვის 4 პირს  ბრალდება 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 4 პირს 2231 მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 4 პირს კი 2233 მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლკერ თურქი - შეშფოთებული ვარ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო
სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics