2024-04-13 18:18:11, 382 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით FERRANDI-ის სკოლასთან თანამშრომლობა იგეგმება
აჭარაში სერვისის განვითარების მიზნით FERRANDI Paris-ის უმაღლესს სკოლასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობთ, პარიზის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის პრესტიჟულ სკოლასთან თანამშრომლობით, რეგიონში სექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სატრენინგო-სასწავლო პროგრამების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილება. "აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი FERRANDI-ის აკადემიის მუშაობის პრინციპებს, სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკულ ლექციებს პარიზსა და დიჟონში დელეგაციის წევრებთან ერთად გაეცნო. შეხვედრებს ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, FERRANDI Paris-ის აკადემიისა და პარიზის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული კოლეჯის "ბლექ სი" და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის მენეჯმენტი ესწრებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა
ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო
კონსერვატორიის სტუდენტები - ვეთიშებით სასწავლო პროცესს და გაფიცვას ვუერთდებით
სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა უმოკლეს ვადებში მოახდინოს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|