2024-04-17 16:17:57, 332 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - შარლ მიშელმა და სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას არ დაეხმარება
საქართველო არის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ქართველების გადასაწყვეტია, რა კანონები ექნებათ მათ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას არ დაეხმარება. „როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება საქართველოში. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, მიღების შემთხვევაში ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის უვნებლობის მიმართულება გაძლიერდა
კალაძე - არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილი პოლიციის კორდონში შევარდა
კალაძე - ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი საქართველო, რომ ყველას ერთი მოსაზრება გვქონდეს
კალაძე - მშვიდობიანი აქცია ნიღაბია, მთავარი ამოცანა რევოლუციური სცენარის განხორციელებაა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|