2024-04-18 11:32:33, 356 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ASTANA STARS-ის მონაწილე გოგონათა ბენდ „117“-ს შეხვდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე დუბაის საერთაშორისო ფესტივალის, სახელწოდებით ASTANA STARS მონაწილე გოგონათა ბენდ "117"-ს შეხვდა და წარმატებული გასტროლი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გოგონათა ბენდს 11-18 წლის კატეგორიაში - II ადგილის დიპლომი გადაეცა. "ფესტივალში რამდენიმე ქვეყნის ინსტრუმენტალური, ვოკალური, ქორეოგრაფიული, ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდი, ანსამბლი და სოლო შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული გოგონათა ბენდი "117", კალისტრატე ცინცაძის ხელმძღვანელობით. ფესტივალი ოფიციალურად 13 აპრილს გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი გაიმართა. ბენდი "117" 2022 წელს ჩამოყალიბდა და მის რეპერტუარში შედის როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერები. ბენდთან ერთად, დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრულ საქმეთა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე და ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის ხელმძღვანელი ნინო ბერიძე იმყოფებოდნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა
ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო
კონსერვატორიის სტუდენტები - ვეთიშებით სასწავლო პროცესს და გაფიცვას ვუერთდებით
სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა უმოკლეს ვადებში მოახდინოს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|