2024-04-18 13:25:25, 286 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან
გუშინ კიდევ საერთოდ სასწაული მოხდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ მიიჩნევს თავს იმ ინსტიტუციების ნაწილად, როგორიც არის პოლიცია. „ვნახეთ, ამ დღეებში როგორ ღირსეულად მოქმედებდა პოლიცია. ამიტომ არის ნდობა საზოგადოებისა პოლიციის მიმართ ასეთი მაღალი. გუშინ კიდევ საერთოდ სასწაული მოხდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან. გასაგებია, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, მაგრამ რა შუაში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, ვერავინ ახსნის. დღესდღეობით ევროკავშირის პრეზიდენტობა აქვს ბელგიას. თუ მაინც და მაინც ევროკავშირზე იყო საუბარი, ბელგიის ხელმძღვანელისთვის უნდა მიემართა. ახლა საფრანგეთის პრეზიდენტი, ეტყობა მისი ყოფილი მოქალაქეობიდან გამომდინარეობს. რა შუაში იყო საერთოდ საფრანგეთის პრეზიდენტი საერთოდ ვერ ვხვდები და დამოკიდებულება, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ის თანამდებობა, რომელიც ქალბატონ სალომეს, უჩივის თავის ქვეყნის, ხალხის ხელისუფლებას სხვა ხალხის ხელისუფლებასთან. არათუ საქართველოს სუვერენიტეტი არ ესმის, საერთოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ ესმის, ამას აჩვენებს საერთო ჯამში“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
კვირიკაშვილი - ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და მას დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
კალაძე - ის, რაც გუშინ ვიხილეთ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, ეს არის უბრალოდ რადიკალიზმი, რომელიც უცხოური გავლენების მქონე ჯგუფებისგან ფინანსდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|