19:23 - 12 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 16:45:18, 273 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამინისტრომ მიმდინარე წელს ,,ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფის" პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად 224 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა, რითაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრი აღიჭურვა.

"მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს კლინიკები - "ხულოს სამედიცინო ცენტრის" სამედიცინო პერსონალს და გაეცნო​ კლინიკაში დიალეზის ცენტრის ფუნქციონირებას. ხულოს მუნიციპალიტეტში დიალიზის სერვისი მიმდინარე წელს ამოქმედდა. სამედიცინო დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ელი ნოემბრისთვის - ვინც მოვა ხელისუფლებაში, გადაწყვეტს, რუსულია თუ არა
ვახტანგ გომელაური ბრიფინგს გამართავს
პრეზიდენტი - ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - „აბა, რა არის ამ კანონში რუსული“ - ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ
პრეზიდენტი „ევროპის მარშზე“ - სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან, თუ ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics