18:03 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 22:37:11, 315 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ

ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და განუცხადა, რომ უკრაინას კრიტიკულად ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები.

"ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ და უზრუნველყონ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ნატომ გამოავლინა არსებული შესაძლებლობები ალიანსის მასშტაბით. არის სისტემები, რომლებიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არა რუსულ რეჟიმს“ - 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
სააკაშვილი - ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, ხელისუფლებამ ის გააუქმა
კინზინგერი - ეს კანონი მოფიქრებულია „ქართული ოცნების“ პატრონების მიერ მოსკოვში
კალაძე - პრემიერის ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ვაშინგტონში დათქმებით, არ არის სწორი დამოკიდებულება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics