2024-04-20 11:22:26, 262 ნახვა
რეგიონი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რაჭის რეგიონისთვის დაცული ტერიტორიის შექმნის პოტენციალის შესწავლა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უმნიშვნელოვანესია, რათა მოსახლეობა გაეცნოს დაცული ტერიტორიების დაარსებით მიღებულ შესაძლო სარგებელს რეგიონული განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კონტექსტში. “მიმდინარე ეტაპზე, რაჭის რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კვლევა რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით. საინფორმაციო შეხვედრები გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ქსელის და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „გოპა“ წარმომადგენლების ჩართულობით. მომდევნო ეტაპზე შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც გაგრძელდება”, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მერია - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
აპარატი - სახალხო დამცველის რწმუნებულები აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას ადგენენ
როთი - ქართველი ხალხი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის, დემოკრატია და თავისუფლება გაიმარჯვებს
აშშ-ის საელჩო - პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|