13:23 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-20 11:40:52, 244 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება

სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სკვერში ფანჩატურისა და სავალი ბილიკის ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.

“კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარაშვილი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო სამუშაოებს ი/მეწარმე „დავით კოშაძე“ ახორციელებს.

სკვერის მიმდებარედ, უკვე მოწყობილია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები.

პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელში ერთიანი სპორტული, გასართობი და დასასვენებელი სივრცე იფუნქციონირებს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დასვენებასა და ბავშვების გართობას შეუწყობს ხელს”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგარეო - გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას - განცხადება მოკლებულია ობიექტურობას
სვანეთში, მდინარე ნაკრაში 3 ახალგაზრდას ეძებენ
კობახიძე - შოლესთან გამოვხატე იმედგაცრუება ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ყოფილი ელჩის და „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა
მერია - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics