18:49 - 05 May, 2024
2024-04-21 12:54:07, 339 ნახვა
სამხედრო
საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების მიზანს მასირებული ცეცხლის წარმოებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. "ასეულის დონის ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა ტაქტიკური გადაადგილების, საფრთხეზე რეაგირებისა და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ამოცანები შეასრულეს. მსგავსი სახის სწავლებები ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებასა და ქვედანაყოფებს შორის სინქრონიზებულ მოქმედებას",- აღნიშნულია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|