2024-04-23 17:57:32, 373 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას", ხელისუფლებას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, „2004-2012 წლები გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტით გამორჩეული". „ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას", ხელისუფლებას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. 2004-2012 წლები თუკი რამით იყო გამორჩეული, გარდა ბევრი სხვა უმძიმესი მანკიერებისა, იყო სწორედ ბიზნესის რეკეტი. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და რა თქმა უნდა, ამას აფასებენ ბიზნესმენები, მეწარმეები. მადლობა თითოეულ კომპანიას და მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები „ქართულ ოცნებას". რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მეტი შემოწირულობა მოვიზიდოთ იმიტომ, რომ არის არჩევნები და არჩევნებს, რა თქმა უნდა, სჭირდება დაფინანსება. განსხვავებით „ენჯეოებისგან", ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია ჩაიხედოს, თუ როგორ წარიმართება ამ კომპანიების საქმიანობა, საიდან აქვთ შემოსავლები და როგორ ახერხებენ ისინი ტენდერების მოგებას., ყველაფერი არის გამჭვირვალე, შესაბამისად, ყველას შეუძლია ყველაფრის გადამოწმება. ის, რომ ამ კომპანიებს შორის არიან როგორც ტენდერში მონაწილე, ისე არა მონაწილე კომპანიები, ამაში გასაკვირი არაფერია",- განაცხადა პრემიერმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს და სანთლები დაანთეს
კობახიძე - მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელია
შსს - აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა
შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|