2024-04-23 20:46:26, 372 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსი სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე საქართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა. კუბილიუსის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე დაბრკოლებაა. "აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს მიიღოს რუსული ტიპის კანონი იმისთვის, რომ მიზანმიმართულად დააბრუნოს საქართველო რუსეთისკენ და ეს არის მცდელობა, საქართველოს მთავრობის კრემლს აჩვენოს, რომ მათი საკითხი იქნება დღის წესრიგში საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ დიფერენციაცია პარტიების, ჩვენ უნდა ვთხოვოთ საბჭოს, რომ შეიმუშაონ კრიტერიუმები რითი უნდა მოხდეს მიღება ევროკავშირში და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე არის არა საქართველოს ხალხი, არამედ საქართველოს მთავრობა, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს ", - განაცხადა კუბილიუსმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|