2024-04-24 16:21:44, 279 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იქნება დღე, როდესაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები: მამული, ენა, სარწმუნოება. „მოგეხსენებათ, რომ 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება პარლამენტთან, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები: მამული, ენა, სარწმუნოება. მე მსურს თითოეულ აჭარის მაცხოვრებელს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსება, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ყველამ ერთად გამოვხატოთ ჩვენი ერთიანობა. ამიტომ, მოგიწოდებთ, კვლავაც ერთად დავდგეთ. ვისაც გწამთ და გჯერათ, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა, ყველას ვალია შევინარჩუნოთ და დავიცვათ ის ფასეულობები, რომელიც უახლეს ისტორიაში, 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გადაარჩინა „ქართულმა ოცნებამ" და რომლის დაცვასაც შეეწირნენ ჩვენი წინაპრები და რომლის დაცვაც არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საეჭვო და ხშირ შემთხვევაში შავი ფულით დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა და გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა, ხელში ჩაიგდონ ქართველი ხალხის ბედი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე. ამიტომ, კვლავაც ერთად დავდგეთ და ჩვენი ერთიანობით ვაჩვენოთ მსოფლიოს თუ სად დგას ქართველი ხალხი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული განვითარება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მეუფე გრიგოლი - ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან
გახარია - ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა
ოპოზიციონერ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|