2024-04-24 22:23:38, 739 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილ დახმარების პაკეტს ეხმაურება. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინა იღებს იმ მხარდაჭერას, რომელიც რუსეთის თავდასხმებისგან სიცოცხლის დაცვის გასაგრძელებლად სჭირდება. "პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა დღეს კონგრესის მიერ დამტკიცებულ მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას. ჩვენ დავასრულეთ ეს ნახევარწლიანი გზა. მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ვინმე, ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას, რომელიც გვჭირდება რუსეთის თავდასხმებისგან სიცოცხლის დაცვის გასაგრძელებლად. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობდით ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ყველა დონეზე, რათა ამ პაკეტში შევიტანოთ იარაღის ზუსტი ტიპები, რაც ჩვენს მეომრებს სჭირდებათ. ის შეადგენს 1 მილიარდ დოლარს და მოიცავს ზუსტად იმას, რაც განვიხილეთ პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი საუბრის დროს. მე მადლობელი ვარ პრეზიდენტი ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის, ვინც აღიარებს, რომ პუტინს ფეხქვეშ უნდა გამოვაცალოთ მიწა, ვიდრე მას დავემორჩილოთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისთვის საფრთხის შესამცირებლად. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა", - წერს ზელენსკი. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა. ავტორი: ექსპრესნიუსი, დრონების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა დაშავებულთა 40-მდე
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მოქალაქეზე - ე.წ. ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი
აფხაზავაზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
|
ომი უკრაინაშიუკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|