2024-04-25 14:37:36, 260 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა. „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 8 აპრილს დაამტკიცა და ძალაში 22 აპრილიდან შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილე საქართველოში მოქმედ მეღვინეობის ასოციაციების წარმომადგენლებს პროგრამის მიზანი და პირობები გააცნო. „პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართვლოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები და საგანმანათლებლო ღონისძიებები”, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი გამოფენა-ფესტივალების, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორების თანადაფინანსების პირობები და ანაზღაურების ოდენობა, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარმოადგინონ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველმა იურიდიულმა პირებმა (https://wine.gov.ge/Ge/News/37104) ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|