02:04 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-25 16:17:08, 348 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ

რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რამდენიმე ევროპარლამენტარს ქართველი ხალხის წინააღმდეგ კამპანია აქვს წარმოწყებული. 

"ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო. რა სანქციებზეა საუბარი, როცა ასეთი ზედაპირულობა აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთი რუსული პროპაგანდის წინადადება ამოვიკითხეთ პროექტში.

მოლაპარაკებების დაწყება-არდაწყებაზე, სანქციებზე იღებს ევროპის საბჭო. ეს არის რამდენიმე დეპუტატის მიერ წამოწყებული ის კამპანია, რომელსაც ისინი დიდი ხანია, აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუციას, სადაც უარესები ეწერა - სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მოგვიწოდებდნენ სანქციები დაგვეწესებინა ან ევროკავშირს დაეწესებინა, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოეცათ, ესეც ეწერა. ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. ივნისში არჩევნებია ევროპარლამენტის და იმედი მაქვს, ევროკავშირის მოქალაქეები უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებენ და მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს“,- თქვა პაპუაშვილმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics