18:25 - 06 May, 2024
2024-04-26 11:08:39, 326 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ესპანეთს Patriot-ის სისტემის სამი ბატარეა აქვს, რომელიც გერმანიისგან 2004 და 2014 წლებში შეიძინა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ვალდებულება უკრაინის მიმართ“, - განუცხადა ესპანელმა დიპლომატიურმა წყარომ უცხოელ ჟურნალისტებს. როგორც მედია აღნიშნავს, აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრებს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ უკრაინას მინიმუმ შვიდი Patriot-ის ტიპის რაკეტა ან სხვა უფრო მაღალი დონის საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებოდა, რუსული საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად. ავტორი: ექსპრესნიუსი, მილიარდელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა
პუტინის ბრძანებით, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების წვრთნები იწყება
დრონების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა დაშავებულთა 40-მდე
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
|
ომი უკრაინაშიუკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|