18:18 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 12:34:38, 235 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

პროექტი, რომლის ღირებულებაც 3,8 მლნ ლარზე მეტია, 14 კილომეტრამდე სიგრძის  სრულიად ახალი, დახურული ქსელის და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების განხორციელების შედეგად,  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანის 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  მოირწყვება. 

„შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი    ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 107 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, ჯამური ღირებულებით 71,3 მლნ ლარი.  შედეგად,  წყალუზრუნველყოფილია დამატებით 24 120 ჰექტარი მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება  13 320 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დაშრობილი მიწის ფართის რაოდენობაა 8725 ჰექტარი“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მილიარდელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა
პუტინის ბრძანებით, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების წვრთნები იწყება
დრონების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა დაშავებულთა 40-მდე
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics