14:58 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 14:17:55, 345 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, ახლა მთავარი ერთობაა.

"ახლა მთავარია ერთობა. რას ნიშნავს ჩემთვის ერთობა - ეს არის ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთობა ძირითადი პრინციპების გარშემო, ხოლო რომელთა ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მიენიჭოს. 

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით. არჩევნებში "ოცნების" დამარცხების შემდეგ უნდა დამტკიცდეს წინასწარ შეთანხმებული მთავრობის შემადგენლობა, რომელშიც შევლენ მაქსიმალურად აპოლიტიზირებული, საზოგადოებისთვის ცნობილი სპეციალისტები და ეს მთავრობა უნდა გაუძღვეს გარდამავალ პერიოდს. 

ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ახალგაზრდობა, სამოქალაქო სექტორი, პარტიები, ჩვენ ყველანი ერთად, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ. ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურორის კანდიდატებზე.

ყველაფერი სრული გამჭვირვალობის პირობებში უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს ხალხის ზურგს უკან ნებისმიერი გარიგება და ოლიგარქს არ მივცეთ საშუალება, ხელი აფათუროს პოლიტიკურ პროცესებში. ამისთვის სასურველია, რომ როცა ამის დრო დადგება, ძირითადი კანდიდატურები დიდი შეკრების წინაშე შეირჩნენ. 

ეს არის ჩემეული ვერსია, ჩვენ გახსნილები ვართ ნებისმიერი სხვა ვარიანტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ერთობას. საბოლოო ჯამში, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა დაშავებულთა 40-მდე
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მოქალაქეზე - ე.წ. ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი
აფხაზავაზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics