2024-04-29 10:17:32, 373 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად 5 ადამიანი მათ შორის, ოთხი თვის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედია ოკლაჰომას შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით აღნიშნავს, მომხდარის შედეგად, დაახლოებით, 100 ადამიანი დაშავდა.
მათივე ინფორმაციით, ტორნადომ ათიათასობით მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოკლაჰომას გუბერნატორს, კევინ სტიტს ფედერალური მთავრობის სრული მხარდაჭერა შესთავაზა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,