2024-04-29 13:07:44, 346 ნახვა
პოლიტიკა
ჰაკერი - პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, EU-მა კანდიდატის სტატუსის გაუქმება უნდა განიხილოს
პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის გაუქმება, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და განცხადებას აქვეყნებს. როგორც ჰაკერი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველ პარტიაზე ჯერ კიდევ არ მოუხდენია შთაბეჭდილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და მათი მხრიდან დათმობის ნიშანი არ ჩანს. აღსანიშნავია, რომ თომას ჰაკერი 28 აპრილს გამართულ აქციას თავადაც შეუერთდა და აღნიშნა, რომ „ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს“. „ქართულ ოცნებაზე" დღემდე არ მოუხდენია შთაბეჭდილება ე.წ. გარე გავლენის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და არ ჩანს მათი მხრიდან დათმობის ნიშანი. პრაქტიკაში, კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას. მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულიად მოწყვეტილია საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება. ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად გაბედულად აპროტესტებს ხელისუფლებას და რუსეთის მიერ ძალად თავსმოხვეულ კანონს, იმსახურებს ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას. გუშინ მოვახერხე მშვიდობიან აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს", - ნათქვამია თომას ჰაკერის განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ვედანტ პატელი - საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება
პრეზიდენტი - მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმი იქნება
15 მაისის 09:30 საათიდან, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|