05:47 - 15 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 15:05:31, 422 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვა.

იაგო ხვიჩიამ აღნიშნულ სხდომას "ბუტაფორია" უწოდა. 

"ყველანი ვხედავთ, რომ ეს კომიტეტის სხდომა არის ბუტაფორია და მე ვტოვებ პროტესტის ნიშნად ამ სხდომას", - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

მანამდე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს - გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს, თამარ ჩარკვიანს, ქეთევან თურაზაშვილს, ანა წითლიძესა და ლევან ხაბეიშვილს ხმაურის ფონზე დაატოვებინა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვდა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა.

8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.

15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.

17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვედანტ პატელი - საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება
პრეზიდენტი - მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმი იქნება
15 მაისის 09:30 საათიდან, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics