10:38 - 16 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 18:53:03, 289 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი - ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ

მმართველი პარტიის შეკრებას, ყოფილი პრემიერის და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის უნცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. ამჟამად ის ფილარმონიასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფება, საიდანაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართება.

„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ჩემი პოზიცია მინდა, დავაფიქსირო. ეს არის ქართული კანონი. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

პარლამენტის წინ 20:00 საათზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული საერთო-სახალხო შეკრება გაიმართება, სლოგანით „მამული, ენა სარწმუნოება“.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - ევროპაში თავაწეული დავდივარ - რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?
კალაძე - „დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ
ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა
„აქციაზე, პოლიციის თანამშრომლებს იდაყვისა და მუშტის დარტყმით დაზიანებები მიაყენა“ - შსს-მ ერთი პირი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics