19:26 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 01:09:51, 335 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვა - ამ დროისთვის 3 სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციიდან 3 სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე  სასწრაფო დახმარების "საკმარისი რაოდენობაა" მობილიზებული.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ამ დროისთვის განხორციელდა 3 სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ის დამოუკიდებელი ფიგურა არ არის
ფიშერი - თუ კანონი მიიღება, დეკემბერში გერმანია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებას ხმას არ მისცემს
კარპენტერი - კანონის მიღების შემთხვევაში, სათანადო შედეგები აუცილებლად დადგება
ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics