2024-05-01 10:15:37, 258 ნახვა
საზოგადოება
ამსტერდამში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker “ ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე დაესწრნენ. „ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა. ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაატარონ ღვინის დეგუსტაცია, მასტერ-კლასები და პრეზენტაციები, რაც მოწვეულ სტუმრებს ინფორმირებულს ხდის ქართული ღვინის, მისი ისტორიის, კულტურისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ. ქართული ღვინის დეგუსტაციას, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 18 კომპანიის 150 დასახელების ღვინო, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, სომელიეები, კომერციული, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში 150-მდე ადამიანი დაესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მაისის განმავლობაში ბათუმს უცხოელი ჟურნალისტები 10-მდე ქვეყნიდან სტუმრობს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
კალაძე - ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი
კალაძე - მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი - პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა დასანქცირდნენ?
|
ომი უკრაინაშიანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|