2024-05-01 10:54:30, 340 ნახვა
სამართალი
დარახველიძე - აქციის დროს შსს-ს ექვსმა თანამშრომელმა სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსმა თანამშრომელმა დაზიანება მიიღო. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. როგორც დარახველიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. "საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში... კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსმა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს",- თქვა დარახველიძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, „ოცნება“ - ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან
კალაძე - მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია
Politico - EU ივნისში უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს
მაისის განმავლობაში ბათუმს უცხოელი ჟურნალისტები 10-მდე ქვეყნიდან სტუმრობს
|
ომი უკრაინაშიანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|