15:43 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 12:15:13, 256 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

სამგორის რაიონში, ე.წ. საქნავთის დასახლებაში, 25-მდე უსახური ავტოფარეხის ადგილზე, რომელიც ჯამში 11 000 კვ. მ ფართობს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე 25-მდე უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის. მათი ჩართულობით მოხდა ამ ფარეხების დემონტაჟი და აღნიშნულ სივრცეში, რომელიც, დაახლოებით, 11 000 კვადრატული მეტრია, ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სატრენაჟორო და სპორტული მოედნები, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათების ქსელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, ამჟამად კი კალათბურთის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა
კახა კალაძე - 2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი, დამატებით 7-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
კალაძე - შეიძლება, ოპოზიციურ პარტიებს სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics