22:52 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 12:38:36, 328 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - ყველაფერი რადიკალური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ქმედებებით არის გამოწვეული

ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ქმედებებით გამოწვეული შედეგი,- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო საზოგადოებრივი და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის რამე სახის საფრთხის შექმნას არ დაუშვებს.

"პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. ისინი უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად - ვგულისხმობ პოლიტიკურ ლიდერებს იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს საზოგადოებრივი და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის რამე სახის საფრთხის შექმნას",- თქვა ბრეგაძემ

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე და თქვა, რომ "ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა და ევროპულ ღირებულებებთან".

"ეს ყველაფერი ეფუძნება დემოკრატიას და დემოკრატიის გამჭვირვალობას და თუკი ვინმე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უარს ამბობს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაზე. ეს არის მათი პრობლემა, მათ აქვთ დასამალი საზოგადოებისგან. ასეთი უაპელაციო განცხადებები, რომ კანონი თითქოსდა არის რუსული, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ვერ იქნება გაზიარებული სახელმწიფოს მიერ.

სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს და შემდგომ პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე. საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, იცოდეს უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების შესახებ და ჰქონდეს ამ საკითხზე სრული ინფორმაცია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და მით უმეტეს, აქვს სრული უფლება, იცოდეს უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსების შესახებ",- თქვა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 30 აპრილსა და 1-ელი მაისის ღამეს, პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაარბიეს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენეს. დაკავებულია აქციის 63 მონაწილე.

თავის მხრივ შსს აცხადებს, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - "აქციის მონაწილეები უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს - ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბურიჩი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები განახორციელოს
ქურასბედიანი - ვენეციის კომისიის დასკვნაში დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას მრავლად ვხვდებით
ვენეციის კომისია ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ​“ კანონის ამჟამინდელი ფორმით გააუქმებას ურჩევს
პესკოვი - უკრაინელი სამხედროები არახელსაყრელ ვითარებაში იმყოფებიან, ამის გამო ზელენსკი ომში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics