2024-05-02 16:02:42, 365 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა ხელისუფლებაზე - მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააღვივებს პროტესტის მუხტს
სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ "ფორმულას" ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბოკუჩავას თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების "უტიფარი განცხადებები" მოქალაქეებს კიდევ უფრო გააბრაზებს. "სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში. ეს დავინახეთ მათ შორის არ შემდგარი დიქტატორის, შეშინებული ივანიშვილის სახეზე, რომელმაც მიმართა დაძალებით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს რუსთაველზე და ასევე იმაში, რომ დღეს პარლამენტი საერთოდ ვერ შეიკრიბა, რადგან მხდალ, მოღალატეებს, იმ 83 მოღალატეს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, საერთოდ აღარ სურს გამოჩენა და გარკვეული ტაიმაუტი აიღეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ბრაზი გადაუვლის საზოგადოებას, მაგრამ მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს პროტესტის მუხტს განსაკუთრებით თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში",- ამბობს ბოკუჩავა. ავტორი: ექსპრესნიუსი, როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 18-20 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
Reuters - ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანას განიხილავენ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|