15:22 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 18:21:50, 300 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს გენმდივანი - ქართველ კანონმდებლებს მოვუწოდებ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაელოდონ

მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსალოდნელ მოსაზრებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი რეკომენდაციები განიხილონ, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა.

როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, ევროპის საბჭო მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.

„ღრმად შეშფოთებული ვარ, საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ, პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მისი უკან გაწვევის მოწოდების მიუხედავად.

ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის თავსებადობასთან დაკავშირებული ძირითადი შეშფოთების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსალოდნელ მოსაზრებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი რეკომენდაციები განიხილონ.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის აუცილებელია. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტად.

ვგმო ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ, მშვიდობიანი გზით გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო განაგრძობენ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ახასიათებს ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“, - განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - დერილ შოლცი არ დაგვიკავებია და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი
აპარატი - 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მოვინახულეთ აქციებზე დაკავებული 180 პირი - 93 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა
სააკაშვილი - მინდა იცოდეთ, საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა... ჩემი ხელით ჩავწერე - „თავისუფლება დღეს ჩვენი“
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics