2024-05-04 17:31:10, 484 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა, რომელიც თბილისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის დასაწყისში იაპონიის ფინანსთა მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ADB-ის ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. "განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების გზები. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველო-იაპონიის ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობას, რაც ბიზნესებს შორის კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შეხვედრისას აღინიშნა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე. სუზუკი შუნიჩიმ მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა", - აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, როიტენი - მოვუწოდებ ევროკომისიას, დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ
თსუ-სთან შეკრებილ სტუდენტებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ფავლენიშვილი - გუშინ, ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიყავი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ
ლაშა ფარულავა - ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|