2024-05-07 22:54:29, 365 ნახვა
მსოფლიო
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება, მე კი ჩემს პოლიტიკურ პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ, არ ჩავერიო რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა. რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ ის იმედგაცრუებულია "ზოგიერთ საერთაშორისო ინსტიტუტში მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის, უსამართლობისა და არაობიექტურობის გამო". „თქვენ სუვერენული საგარეო პოლიტიკის მომხრე ხართ. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს. თქვენ პრაგმატული ადამიანი ხართ და თქვენი საგარეო პოლიტიკა არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთი მიმართულებით. თქვენ შესანიშნავად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა. ამავე დროს, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ ევროკავშირს უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება. მე კი ჩემს პოლიტიკურ პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ, არ ჩავერიო რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში. ბატონო პრეზიდენტი, მე იმედგაცრუებული ვარ ზოგიერთ საერთაშორისო ინსტიტუტში მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის, უსამართლობისა და არაობიექტურობის გამო. რადგან მოსახლეობის რიცხოვნობით ჩვენც პატარა ქვეყანა ვართ. მე თქვენ ძალიან ყურადღებით გისმინეთ და ვუთხარი ამის შესახებ დელეგაციას, რომელიც აეროპორტში დამხვდა: ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ხიდი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ფიცომ. ავტორი: ექსპრესნიუსი, რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
ზურაბიშვილი - მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ველოდები
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|