2024-05-07 23:58:32, 359 ნახვა
პოლიტიკა
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება, შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. აღნიშნული განცხადებით, როიტენი ევროპარლამენტარების მიერ ჯოზეფ ბორელისთვის დაწერილ მიმართვას გამოეხმაურა. "ვწუხვარ, რომ საქართველოში სიტუაცია აქამდე მივიდა. "ქართული ოცნების" ანტიევროპული დარბევა არჩევანს არ გვიტოვებს. თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა. ეს არის ბატონი ივანიშვილის არჩევანი", - წერს როიტენი X-ზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტის 30-ზე მეტი დეპუტატი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, მდინარაძე - ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს - რაც ევროპისთვისაც გამოწვევაა, რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
მარიამ ლაშხი „გლობალური ომის პარტიაზე“ - მასონების მსგავსი ძალაა
შოლცი და მაკრონი - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|