2024-05-08 16:54:33, 563 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
როგორც გამოცემა იტყობინება, სარაკეტო დარტყმების შედეგად ზიანი ექვს რეგიონში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებს მიადგა.
მომხდარის შედეგად, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,